11 თებერვალი 2022 კობას ისტორია (ვიდეო)

როგორ მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონი? იხილეთ კობას ისტორია.
 
კობა: "წლების განმავლობაში, შშმ პირებისთვის პარკინგის საკითხი იყო მოუგვარებელი. შშმ პირებისთვის განკუთვნილი სადგომებით სარგებლობის წესი შედგენილი იყო ხარვეზებით, რაც გულისხმობდა იმას, რომ აუცილებელი იყო, მას საკუთრებაში ჰყოლოდა ავტომანქანა.
 
ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდა. ძალიან საინტერესო იყო, რომ სასამართლომ დაავალა არა მარტო ქალაქ თბილისს, არამედ სხვა ქალაქებსაც, რომ ამ პარკინგის გამოყენების უფლება შეეცვალათ და იგი გავრცელებულიყო არა მხოლოდ ავტომანქანაზე, რომლის მესაკუთრეც შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირია, არამედ ეს მოწმობები გაცემულიყო შშმ პირებზე და ის ყოფილიყო მობილური, არა დაკრული საქარე მინაზე, არამედ გამყენებულიყო ნებისმიერბ მანქანაზე, რომლითაც გადაადგილდება პირი".
ვიდეო: GrlzWave
 

პუბლიკაციები

საქმეები