„კოალიცია თანასწორობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა.
გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.
კოალიციის წევრები არიან:
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, CSF (ყოფილი „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, OSFG)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- უფლებები საქართველო
- კავშირი „საფარი“
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- თანასწორობის მოძრაობა
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, კოალიციის დღის წესრიგში ახალი ამოცანები დადგა, ათი არასამთავრობო ორგანიზაცია ვმუშაობთ, რომ გავაძლიეროთ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები, სამართლებრივად დავეხმაროთ დისკრიმინირებულ ჯგუფებს, ჩამოვაყალიბოთ პროგრესული სასამართლო პრაქტიკა, შევისწავლოთ თანასწორობის პოლიტიკა, გამოვავლინოთ სისტემური ხარვეზები და შევიმუშაოთ მათი გამოსწორების გზები.
ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ამჟამად კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციაა. გაერთიანებას აქვს საქმიანობის სტრატეგია, წესდება, წევრების მიღების დადგენილი წესი და პროცედურები.
დაარსების დღიდან, კოალიციის მუშაობას მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (ყოფილი „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“), რომელიც, ამავრდოულად, კოალიციის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს.