წინამდებარე დოკუმენტი ემსახურება კოალიცია თანასწორობის მიერ 2022 წელს მომზადებული კვლევის „სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაცული ჯგუფისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხსენებული კვლევა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული სოციალური დაცვის პროგრამებისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის კრიტიკაა ქ. თბილისის სოციალური საცხოვრისებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ექთანი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ლგბტქი ადამიანების სოციალური დაცვის უფლების პერსპექტივიდან. კვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი, ხოლო წინამდებარე დოკუმენტი ემსახურება გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
კვლევის ავტორები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავშირი „საფარი:, თანასწორობის მოძრაობა.