წინამდებარე ანგარიში რიგით მეექვსეა და აფასებს 2021 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ანგარიშში გაანალიზებულია 2021 წლის ტენდენციები, რომელმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიურ ყოფას.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიში დაეხმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ქმედითი ღონისძიებების გატარებაში და ნებისმიერი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაში.