პუბლიკაციები
13 სექტემბერი 2022
კოალიცია თანასწორობისთვის საქმიანობის ანგარიში - 2021
წინამდებარე ანგარიში არის „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის რიგით მეექვსე ანგარიში, რომელიც მოიცავს 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს.
02 მაისი 2022
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში რიგით მეექვსეა და აფასებს 2021 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ანგარიშში გაანალიზებულია 2021 წლის ტენდენციები, რომელმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიურ ყოფას.
17 მარტი 2022
სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის საქართველოში
“კოალიცია თანასწორობისთვის” წინამდებარე ანგარიში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული სოციალური დაცვის პროგრამებისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის კრიტიკაა ქ. თბილისის სოციალური საცხოვრისებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ექთანი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ლგბტქი ადამიანების სოციალური დაცვის უფლების პერსპექტივიდან. სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა. ცალკეული სოციალური პროგრამებისა და განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს სოციალური დაცვის გამართული სისტემა და შესაბამისი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობას სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფდა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და სიღარიბის დაძლევაზე იქნებოდა ორიენტირებული1. კვლევის ზოგად ამოცანას წარმოადგენს კოალიციური მუშაობის შედეგად ქვეყნის სოციალური დაცვის პოლიტიკის შეფასება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაანალიზების გზით. კვლევის ანგარიშის შედეგები მნიშვნელოვან ტენდენციებს გამოკვეთს სოციალური დაცვის პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტში ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ლგბტქი ადამიანების სოციალური დაცვის საჭიროებების ასახვის მიმართულებით.
09 დეკემბერი 2021