11 სექტემბერი 2023 “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციების მიმდინარე წარმატებული საქმეები - აგვისტო

“კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განაგრძობენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, საჯარო სივრცეებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებისგან.

გთავაზობთ ამა წლის აგვისტოს თვის საქმეების მოკლე მიმოხილვას.

 

უფლებები საქართველო

ევროსასამართლო უკანონო ბორდერიზაციით დაზარალებულ ატოცელთა საჩივარს მხოლოდ „უფლებები საქართველოს“ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განიხილავს 

ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ცხრა მკვიდრის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა გაგრძელდება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ევროსასამართლოს ორგანიზაციაუფლებები საქართველომწარუდგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომუფლებები საქართველოსაცნობა მას შედეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, საჩივართან დაკავშირებით, ევროსასამართლოს კითხვებზე თავისი პოზიცია დადგენილ ვადაში არ წარადგინა.

განმცხადებლები რუსეთის ფედერაციას საკუთრების უფლების დარღვევას ედავებიან. მათ თავიანთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე წვდომა 2014 წელს დაკარგეს, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ატოცში მავთულხლართები გაავლეს და ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვეს.

უფლებები საქართველო, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით,  რუსეთისთვის, განმცხადებლების სასარგებლოდ, ათ-ათი ათასი ევროს გადახდის დააკისრებას მოითხოვს.

მეტი ამ საქმეზე იხ. https://www.rights.ge/ka/new/194

 

კავშირი „საფარი“

რძლის მკვლელობისთვის მამამთილს 18 წელი მიესაჯა

28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც რძალი (შვილის ცოლი) მოკლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ექსპერტიზამ მას მართლაც დაუდგინა გარკვეული ტიპის ფსიქიკური ნაკლი, თუმცა, ამავე დასკვნის მიხედვით, კაცის ფსიქიკური მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას არ შეუშლიდა ხელს.

მეტი ამ საქმეზე იხ. https://sapari.ge/khelvachauri/

 

სასამართლომ ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა – საფარის საქმე

10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ორდერი მას ქმართან კომუნიკაციის უფლებას უზღუდავდა. ქალის ინტერესებს საფარის აჭარის რეგიონის იურისტი, ნინო ირემაძე იცავს.

თანაცხოვრების გაწყვეტის შემდეგ, კაცმა ოჯახისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება მიითვისა და ბავშვები ყოველდღიური საჭიროებებისთვის აუცილებელი ფინანსების გარეშე დატოვა. ქალის მოთხოვნის მიუხედავად, იგი უარს აცხადებდა სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარებით ოჯახის საერთო ხარჯები დაეფარა. ამის შემდეგ, ქალმა მას მისწერა, რომ სამსახურში მიაკითხავდა და ფულს გამოართმევდა. კაცმა, ამ შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ცოლი მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა. პოლიციამ ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ქმართან კომუნიკაცია აუკრძალა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმეში ორგანიზაციის იურისტის ჩართვის შემდეგ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა.

მეტი ამ საქმეზე იხ. https://sapari.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საიამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინა

საია, ორგანიზებული ძალადობის შედეგად, 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) ინტერესების დაცვას საერთაშორისო დონეზე აგრძელებს. 

საიამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა, რომელიც პასუხობს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და აფასებს მათზე სახელმწიფოს მიერ 2023 წლის 23 ივნისს წარდგენილ შეპასუხებას. 

საქმე შეეხება  ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ხსენებულ უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, 2022 წლის 4 ნოემბერს ამოქმედდა, მას შემდგომ რაც, საიამ მედია წარმომადგენლების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წელზე მეტი დრო გავიდა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საჯარო და სრულიად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, სახელმწიფო დღემდე არ აპირებს დანაშაულის ორგანიზატორი პირების დასჯას ჩადენილი დანაშაულის გამო.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა 2023 წლის 17 იანვარს დაიწყო.

მეტი ამ საქმეზე იხ. https://gyla.ge/ge/post/saiam-5-ivlisis-saqmestan-dakavshirebit-strasburgis-sasamartlos-tserilobiti-pozicia-tsarudgina#sthash.noIy0zz8.dpbs

 

გიორგი სულაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო

2023 წლის 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი სულაშვილის საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. გიორგი სულაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ითხოვდა ყოველთვიური სარჩოს დაკისრებასაც.

გიორგი სულაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის საგანგაშო არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შრომისუუნარო ადამიანისთვის ყოველთვიური სარჩოს დაკისრების მოთხოვნა, არამედ იმიტომაც, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას სამართალდამცავთა უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული, მთელი ცხოვრების განმავლობაში განგრძობადი მორალური ზიანი სასამართლომ შეაფასა მხოლოდ 20 000 ლარად.

ამასთან, სასამართლოს მიერ სრულად იქნა უგულებელყოფილი მოსარჩელის შრომისუნარიანობის საგრძნობლად შემცირების ფაქტი და მოსარჩელეს, რომელმაც დაკარგა მუშაობის უნარი და შესაბამისად, შესაძლებლობა, მიეღო ანაზღაურება, სარჩოს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან, რომლის თანახმადაც, სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან.

გიორგი სულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

მეტი ამ საქმეზე იხ. https://gyla.ge/ge/post/giorgi-sulashvilis-saqmeze-tbilisis-saqalaqo-sasamartlom-dausabutebeli-gadatsyvetileba-miigho#sthash.E695WTZN.dpbs

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" უარს აცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე

როგორც ცნობილია, ა(ა)ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს აბიტურიენტის უფლებებს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

28 ივლისს, მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით, თუმცა, 02 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.  ადვოკატები მიიჩნევენ, რომ 25 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გეგმიური დამატებითი გამოცდის ჩატარება არ ათავისუფლებს ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი გამოცდის ჩატარების ვალდებულებისაგან. 

მეტი ამ საქმეზე იხ. https://www.phr.ge/publication/news/620?lang=geo

 

პუბლიკაციები

საქმეები