13 ოქტომბერი 2021 "კოალიცია თანასწორობისთვის" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისათვის (GREVIO)

SHADOW  REPORT OF THE COALITION FOR EQUALITY AND OTHER NGOS TO THE Group of Experts on Action  against Violence against Women and Domestic Violence (GREVIO)

საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. ‘სტამბოლის კონვენცია’) რატიფიცირება.
 
მხარეების მიერ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO).
 
"კოალიცია თანასწორობისთვის" ორგანიზაციებმა და სამმა სხვა არასამთავრობო ორგანიაციამ, ამ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO-ს), წარუდგინა ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში არსებული მდგომარეობის პირველი (საბაზისო) შეფასების ფარგლებში.
 
ანგარიშში საუბარია ბევრ პრობლემაზე, რომლებიც დაჯგუფებულია შემდგომ საკითხებად:
 
- თანასწორობა და ზოგადი ვალდებულებები;
 
- ინტეგრირებული პოლიტიკა და მონაცემთა შეგროვება;
 
- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია;
 
- მსხვერპლი ქალების დაცვა და მხარდაჭერა;
 
- მატერიალური სამართალი;
 
- გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, პროცედურული სამართალის და დაცვის ღონისძიებები.
 
მიმაგრებული ფაილები :

პუბლიკაციები

საქმეები