02 მაისი 2022
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში რიგით მეექვსეა და აფასებს 2021 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ანგარიშში გაანალიზებულია 2021 წლის ტენდენციები, რომელმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიურ ყოფას.
სრულად ნახვა
17 მარტი 2022
სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის საქართველოში
“კოალიცია თანასწორობისთვის” წინამდებარე ანგარიში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული სოციალური დაცვის პროგრამებისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის კრიტიკაა ქ. თბილისის სოციალური საცხოვრისებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ექთანი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ლგბტქი ადამიანების სოციალური დაცვის უფლების პერსპექტივიდან. სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა. ცალკეული სოციალური პროგრამებისა და განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს სოციალური დაცვის გამართული სისტემა და შესაბამისი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობას სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფდა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და სიღარიბის დაძლევაზე იქნებოდა ორიენტირებული1. კვლევის ზოგად ამოცანას წარმოადგენს კოალიციური მუშაობის შედეგად ქვეყნის სოციალური დაცვის პოლიტიკის შეფასება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაანალიზების გზით. კვლევის ანგარიშის შედეგები მნიშვნელოვან ტენდენციებს გამოკვეთს სოციალური დაცვის პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტში ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ლგბტქი ადამიანების სოციალური დაცვის საჭიროებების ასახვის მიმართულებით.
სრულად ნახვა
09 დეკემბერი 2021
"კოალიცია თანასწორობისთვის" საქმიანობის ანგარიში 2020
მოცემულ ანგარიშში შეგიძლიათ, იხილოთ ის კონკრეტული საქმეები, რომელსაც კოალიციის წევრი ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატსა და საერთო სასამართლოებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე, შარშანდელი წლის მანძილზე, აწარმოებდნენ.
სრულად ნახვა
02 მაისი 2020
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში - 2019 წლის ანგარიში
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. კანონის მიღების შემდგომ, „კოალიცია თანასწორობისთვის“ ყოველწლიურად შეისწავლის ადამიანების ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს.
სრულად ნახვა