ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფისათვის საქართველოში, სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევები ბავშვების და შშმ პირებისთვის, სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევები ლგბტქი+ პირებისთვის, სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევები ქალებისათვის, სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევები ექთანი ქალებისთვის - ეს იყო იმ პრეზენტაციის თემა, რომელსაც დღეს, 18 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა უმასპინძლა. "კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი მოხსენებები იმ კვლევებს ეფუძნება, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ამ საკითხებზე შეიქმნა.
ღონისძიება ჩატარდა თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 15-22 ნოემბერს აღინიშნება. თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად.
#საქართველოჩვენშია
#თანასწორობისკვირეული2022
#მევირჩევთანასწორობას