დღეს, 17 ნოემბერს, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და "კოალიცია თანასწორობისთვის" ორგანიზებით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საჯარო დისკუსია - თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.
თანასწორობის კვირეული ხორციელდება ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში.
დისკუსიაზე საუბარი შეეხო ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თანასწორობის და ადამიანის უფლებების სწავლების გამოწვევებს. მასში მონაწილეობა მიიღეს ნინო ბაღაშვილმა (საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტი) და ვანო ჩხიკვაძემ (ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი). მოხსენებებით წარდგნენ: გიორგი ჭანტურია და მერი ქადაგიძე (კვლევის „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“ მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია), მედეა გუგეშაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებების სწავლების დეპარტამენტის უფროსი (სახალხო დამცველის მანდატი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თანასწორობისა და ადამიანის უფლებების სწავლების საკითხებზე), ეკა ჭითანავა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (ტოლერანტობისა და თანასწორობის სწავლების საკითხები სკოლაში), ქამრან მამედლი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი (ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობის მთავარი გამოწვევები).