17 ნოემბერი 2021 თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ლადო მკერვალიშვილმა ლექცია წაიკითხა

16 ნოემბერს, „ალტე უნივერსიტეტი" შეუერთდა ევროსაბჭოს ინიციატივას და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამართა ლექცია თემაზე „თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.

ლექცია „ალტე უნივერსიტეტის“ პროფესორმა და „თანასწორობის კოალიციის“ წევრმა ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა წაიკითხა.

ლექციის მიზანი იყო თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სტუდენტთა ინფორმირება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.
 
თანასწორობის კვირეული აღინიშნება 15-24 ნოემბერს, ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში. კამპანია მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.
 
 

პუბლიკაციები

საქმეები