27 სექტემბერი 2021 "დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში" - 2020 ანგარიშის პრეზენტაცია

27 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა „კოალიცია თანასწორობისთვის“ "დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში" 2020 ანგარიშის პრეზენტაცია.

კოალიციის დასახელებული ყოველწლიური ანგარიშის 2020 წლის ვერსია აღნიშნულ წელს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებისთვის დისკრიმინაციისგან დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ასახავს. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, გასული წელი, თავისი მძიმე კოვიდ სიტუაციით, ადამიანის უფლებების კუთხით საკმაოდ მძიმე იყო.

პრეზენტაცია შედგებოდა შემდეგი მოხსენებებისგან:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი - ეთნიკური უმცირესობები, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კონფლიქტის რეგიონებში. სპიკერი - ქამრან მამადლი;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) - ბავშვთა მიმართ ძალადობა. სპიკერი - ანა აბაშიძე;
საია (GYLA) - მედია, შშმ პირები. სპიკერი - მარიამ სვიმონიშვილი;
საფარი - პანდემია და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა; პანდემია და ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა; სქესობრივი დანაშაულები. სპიკერი - ნათია გამხიტაშვილი;
"უფლებები საქართველო" - თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები და მიგრანტები. სპიკერი - სალომე ჯოხაძე;
თანასწორობის მოძრაობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) - ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა; სპიკერი - ანა აფციაური;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) - უფლებადამცველები და აქტივისტები, სპიკერი - მარი კაპანაძე;
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) - რელიგიური უმცირესობები. სპიკერი - ანზორ ხატიაშვილი.
 

პუბლიკაციები

საქმეები