კავშირი "საფარი" „კოალიცია თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საფარს“ ერთი წლის ვადით გადასცეს გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. წესდების მიხედვით, კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ.
კავშირი „საფარი“ 2001 წლიდან მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. ორგანიზაციის მისია თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნაა.
გასული 2 წლის განმავლობაში კოალიციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელმძღვანელობდა.
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გაძლიერებას და შევქმნათ თანასწორი გარემო თითოეული მოქალაქისთვის. წარმატება ვუსურვოთ კოალიციას და ახალ თავმჯდომარეს ამ მიზნების განხორციელებაში.