კავშირი "საფარი" „კოალიცია თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საფარს“ ერთი წლის ვადით გადასცეს გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ.
კავშირი „საფარი“ 2001 წლიდან მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. ორგანიზაციის მისია თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნაა.
გასული 2 წლის განმავლობაში კოალიცის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გახლდათ.
“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.