13-14 ოქტომბერს, კახეთში, სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიწროებისა და ძალადობის ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ორ დღიან ტრენინგს დაესწრნენ.
ტრენინგს „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციების ექსპერტები და ასევე მოწვეული ექსპერტები გაუძღვნენ და ორდღიანი სწავლების ფარგლებში მიმოიხილეს თანასწორობის მიმართულებით არსებული კონტექსტი, უმცირესობათა ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები, შეუწყნარებლობა და ფობიები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტურ მიდგომებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ მიერ ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგის ჩატარება შესაძლებელი გახდა RFSU-ს მხარდაჭერით.