24 ივლისი 2024 ტრენინგი თანასწორობის საკითხებზე სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის

24-25 ივლისს, წინანდალში, სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანასწორობის საკითხებზე მიმდინარე ტრენინგს ესწრებიან.

ტრენინგს „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციების ექსპერტები უძღვებიან და ორდღიანი სწავლების ფარგლებში მიმოიხილავენ შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ ძალადობის, კერძო და საჯარო სივრცეებსა და დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებს. შეხვედრაზე განხილული იქნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მათზე რეაგირების მექანიზმები.

ტრენინგის მონაწილეები იმსჯელებენ უმცირესობათა ჯგუფების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ამ ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობაზე, ასევე გაეცნობიან არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის საკითხებს.

ტრენინგი ტარდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „კოალიცია თანასწორობისთვის“ პარტნიორობითა და კანონის უზენაესობის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით.

პუბლიკაციები

საქმეები