16 ნოემბერს, ქალაქ თბილისში „კოალიცია თანასწორობისთვის“ მიერ გაიმართა კონფერენცია „დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების რეალიზება სხვადასხვა ჯგუფებისათვის საქართველოში“.
შეხვედრაზე კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2022-2023 ტენდენციებზე, რომელმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, იმ წინგადადგმული ნაბიჯებზე და არსებული გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და მოწყვლადი ჯგუფების მიერ თანასწორობის უფლებით სარგებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: ბავშვთა თანასწორობის უფლება, უფლებადამცველები და აქტივისტები, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა, განგრძობადი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები, დისკრიმინაციული პრაქტიკის გავლენა მედიაზე, უსახლკარო პირები და უფლება სათანადო საცხოვრებელზე, ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. როგორც წინა წლებში, თანასწორობა და დისკრიმინაციისგან დაცვა უფლების რეალიზება ზემოთ მითითებული ჯგუფებისთვის კვლავ შორეულ პერსპექტივად რჩება.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ თავისი საქმიანობის ფარგლებში განაგრძობს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას, უფლებებით თანასწორად სარგებლობის ადვოკატირებას და თანასწორუფლებიანი გარემოს ხელშეწყობას.