17 ნოემბერი 2023 თანასწორობის კვირეული 2023

13 ნოემბერს ევროპის საბჭოს „თანასწორობის კვირეული“ დაიწყო. წინა წლების მსგავსად, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მხარს უჭერს ევროპის საბჭოს „თანასწორობის კვირეულს“ და რჩება მის პარტნიორად.

14 ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა „ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დამცველები“, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და სტუდენტური ორგანიზაციები.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს თანასწორობის დაცვასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში უფლებადამცველების განსაკუთრებულ როლზე. ასევე, გამოწვევებზე, რომლის წინაშეც უფლებადამცველები დღემდე რჩებიან, რაც გამოიხატება მათ დევნაში, მუქარასა და საქმიანობაში ხელშეშლაში. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქალი უფლებადამცველების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მომხსენებლებმა ისაუბრეს უფლებადამცველების პოზიტიურ როლზე საზოგადოებაში თანასწორი გარემოს ხელშესაწყობად.  ასევე, განხილულ იქნა სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის უფლებადამცველების საქმიანობის უზრუნველსაყოფად. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მომავალში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი.

ჩვენ გვაერთიანებს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერა! კოალიცია თანასწორობისთვის ევროპის საბჭოსთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში უფრო თანასწორი, უფრო მრავალფეროვანი გარემოს შექმნის მიზნით.

 

#მევირჩევთანასწორობას

პუბლიკაციები

საქმეები