18 ნოემბერი 2022 პრეზენტაცია "ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფისათვის საქართველოში"

დღეს, 18 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა პრეზენტაციას უმასპინძლა, სახელწოდებით "ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფისათვის საქართველოში".

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ჩატარებული კვლევების სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს. კერძოდ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობას და სოციალური დაცვის სისტემის ძირითად გამოწვევებს სხვადასხვა დაუცველი ჯგუფისათვის საქართველოში (მომხსენებელი - ვერიკო ჯგერენაია, საია-ს ადვოკატი), სახალხო დამცველის აპარატის გამოცდილებას ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (მომხსენებელი - ლიკა წიკლაური, სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი); სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევებს ბავშვების და შშმ პირებისთვის (მომხსენებელი - ანა აბაშიძე, PHR), სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევებს ლგბტქი+ პირებისთვის (მომხსენებელი - მარიამ გულიაშვილი, თანასწორობის მოძრაობა) , სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევებს ქალებისათვის (მომხსენებელი - ქეთი ბერიძე, საფარი), სოციალური დაცვის სისტემის გამოწვევებს ექთანი ქალებისთვის (მომხსენებელი - გვანცა საკანელაშვილი, საია).

ღონისძიება ჩატარდა თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 15-22 ნოემბერს აღინიშნება. თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად.


#საქართველოჩვენშია
#თანასწორობისკვირეული2022
#მევირჩევთანასწორობას

 

პუბლიკაციები

საქმეები