ანგარიში ასახავს 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე ინფორმაციას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფის და მისი სათანადო იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ. ანგარიშის პირველ თავში დეტალურად არის მიმოხილული კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებული საქმეები. მეორე თავში აღწერილია ის მიღწევები და გამოწვევები, რაც სახალხო დამცველის მიერ "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის გამოყენებისას გამოვლინდა. ამავე თავში საუბარია სასამართლო ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესუალურ თავისებურებებზე და საქმის წარმოებაზე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ანგარიშის მესამე თავში მოცემულია რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების დახვეწის კუთხით. მეოთხე თავში წარმოდგენილია ინფორმაცია კოალიციის შესახებ.
კოალიცია თანასწორობისთვის საქმიანობის ანგარიში - 2014-2015