კოალიცია თანასწორობისთვის საქმიანობის ანგარიში - 2016-2017

თარიღი: 30 მარ 2018

დღეს გამოვაქვეყნეთ ანგარიში, რომელიც 2016-2017 წლებში სასამართლოებში და სახალხო დამცველის აპარატში წარმოებულ დისკრიმინაციის საქმეებს ასახავს.
ანგარიშში შესულია 60 საქმე. აქედან, ყველაზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციის შემთხვევაა, რომელსაც მოსდევს დისკრიმინაციის შემთხვევები სქესის, საცხოვრებელი ადგილის (უსახლკარობის გამო), რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის, ეთნიკური, პოლიტიკური და სხვა ნიშნით.

ანგარიშის პრეზენტაციაზე ადამიანის უფლებათა აქტივისტმა, თავად უსინათლო ესმა გუმბერიძემ და აქტივისტმა ტრანსმა ქალმა ნატამ საკუთარ გამოცდილებაზე და მათ ჯგუფში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

გადმოწერა: კოალიცია თანასწორობისთვის საქმიანობის ანგარიში - 2016-2017