დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფებისათვის საქართველოში - 2017 წლის ანგარიში

თარიღი: 24 მაის 2018

აღნიშნული ანგარიში აანალიზებს 2017 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებას და ასახავს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს, სახელმწიფოს პოლიტიკას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას. დოკუმენტი "კოალიცია თანასწორობისთვის" მიერ მომზადებული რიგით მეორე ანგარიშია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობასა და თანასწორობის უზრუნველყოფას.

ანგარიში აანალიზებს ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით წლის განმავლობაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს. იგი აერთიანებს ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების, ლგბტქი ადამიანების, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობების, სექსმუშაკებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას, ასევე აანალიზებს აზერბაიჯანიდან დევნილ დისიდენტებსა და ჩაღლარის სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს სთავაზობს რეკომენდაციებს აღნიშნულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების ეფექტური რეალიზების მიზნით.

დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფებისათვის საქართველოში - 2017 წლის ანგარიში