11 ოქტომბერი 2023 „კოალიციამ თანასწორობისთვის“ სათემო ორგანიზაციებისთვის დისკრიმინაციის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა

2023 წლის 26-29 სექტემბერს, „კოალიციამ თანასწორობისთვის“, ევროპის საბჭოს ოფისთან და კანონის უზენაესობის ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში, სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატრა თემაზე: „სათემო ორგანიზაციების გაძლიერება დისკრიმინაციის საკითხებზე.“

ტრენინგის მიზანი იყო სათემო ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებაში. ასევე, რეგიონალური ორგანიზაციებისთვის  თანასწორობის პოლიტიკის, დისკრიმინაციასთან ბრძოლის, საერთაშორისო და ადგილობრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ტრენინგს ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ცხრა სამოქალაქო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგს ფასილიტაცია გაუწიეს კანონის უზენაესობის ცენტრმა და  თანასწორობის კოალიციის წევრმა შემდეგმა ორგანიზაციებმა: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ღია საზოგადოების ფონდი, საფარი.

ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • დისკრიმინაციის არსი;
  • დისკრიმინაციის აკრძალვის მნიშვნელობა;
  • სტრატეგიული სამართალწარმოება: ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაცია;
  • გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია;
  • არასრულწლოვანთა დისკრიმინაცია; ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია;
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია;
  • სახალხო დამცველთან/შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობა;
  • სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
  • სამოქალაქო საზოგადოების მედეგობა

ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში, მონაწილეების აქტიურობი ჩართულობით მიმდინარეობდა.

პუბლიკაციები

საქმეები