06 ივნისი 2022 „კოალიციამ თანასწორობისთვის“ მომავალი მუშაობის სტრატეგია განაახლა

3-5 ივნისს, კოალიცია თანასწორობისთვის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

კოალიციის წევრებმა განიხილეს კოალიციის არსებული სტრატეგია - თუ რამდენად შესრულებულია სტრატეგიის დასახულ მიზნები, რა გამოწვევები აღმოცენდა დღევანდელ რეალობაში. წევრი ორგანიზაციები შეთანხმდნენ მომდევნო 4 წლის იმ მიზნებზე, რომელზეც ფოკუსირებას მოახდენს კოალიცია ამიერიდან.

 5 ივნისს, შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ორგანიზაციებთან. შეხვედრის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელება. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა კოალიციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ფარგლებში, "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამების დირექტორმა მარი კაპანაძემ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ არის ევროპული არჩევანი უალტერნატივო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და რა როლი აქვს ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, ახალგაზრდებმა საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

პუბლიკაციები

საქმეები